logo_geo
eng_logo
ვალერიან გობრონიძე: ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში
- +

18 აპრილი. 2022. 17:20

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ეხება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 1 მილიარდიანი პროექტი უმნიშვნელოვანესია სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.

 

ვალერიან გობრონიძის თქმით, პრემიერ ღარიბაშვილის ახალი ინიციატივა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

 

გარდა ამისა, გობრონიძის თქმით, ინიციატივა პოზიტიურად აისახება სასკოლო საზოგადოების საქმიანობაზეც.

 

„რასაკვირველია, 1-მილიარდიანი ინფრასტრუქტურა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ სკოლების რეაბილიტაციაზე მათ მშენებლობა-აღჭურვაზე, თუმცა, არის სკოლები საკმაო რაოდენობით, რომელზედაც კიდევ გვჭირდება სამუშაოების ჩატარება.

 

სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება და სწორედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივის ფარგლებში მოხდება მუშაობის დაწყება ამ სკოლებში, სადაც ყველაზე უფრო მეტად გვჭირდება დახმარება.

 

ასე რომ, პროგრამის განხორციელების შედეგად უკვე ველით, რომ ყველა საჯარო სკოლა იქნება ინფრასტრუქტურულად გამართული, რეაბილიტირებული, ადაპტირებული შშმ პირებისთვის, კეთილმოწყობილი სპორტული მოედნებით... ასე რომ ბუნებრივია, ეს ძალიან პოზიტიურად აისახება, ასევე, სასკოლო საზოგადოების საქმიანობაზე“, - აცხადებს გობრონიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში.

 

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სკოლების მიმართულებით, ბოლო 8-9 წლის განმავლობაში, 175 სკოლა აშენდა და 220-ზე მეტ სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მაგრამ მისივე თქმით, ეს არ არის საკმარისი.

 

„ჩვენ დღეს გვაქვს 800 სკოლა გასარემონტებელი, აქედან 80 ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს, 220 სკოლის სრული რეაბილიტაცია და დარჩენილის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. ჯამში 800 სკოლის მოწესრიგებას შეეხება აღნიშნული პროექტი.

 

ბიუჯეტი იქნება დაახლოებით მილიარდი ლარი და ჩვენ 800-ვე სკოლას, როგორც აღვნიშნე, ნაწილს გავარემონტებთ, ნაწილს ნაწილობრივ და 80 ახალ სკოლას ავაშენებთ მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner