11 აგვისტოს, 12 საათზე უკრაინის საელჩოსთან პარტია "ჩვენი სამშობლო" აწყობს აქციას.
„აქციაზე უკრაინელ ხალხს და მის ხელისუფლებასპრეიდენტს მოუწოდებს შეინარჩუნონ საქართველოსთან მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა და ნუ დააფარებენ ხელს საქართველოს დამნაშავე ექს-პრეიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მის ნაც ხროვას, რომელთაც საკუთარი თანამემამულეები არ დაინდეს და საკუთარ ქვეყანას მოუტანეს ზიანი - რომლის გამოსწორებასაც ათეული წლები დასჭირდება.
პარტია "ჩვენი სამშობლო" მოითხოვს უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსაგან გადმოსცეს სააკაშვილი საქართველოს, მისი ექსტრადიციის ხარჯებს პარტია "ჩვენი სამშობლო" გაიღებს. ვთვლით, რომ სააკაშვილის შეფარება და მისთვის ძალაუფლების მინიჭება ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი დავალებაა და მოუწოდებს უკრაინელ ხალხს გონს მოეგოს, შეინარჩუნონ თვითმყოფადობა, და გამოიჩინონ წინდახედულება", - ნათქვამია „ჩვენი სამშობლოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.