უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის თავდასხმებს ქვეყნის სამხრეთ ქალაქებზე მიზანმიმართული ტერორი უწოდა.
„წამების კამერებს აშენებენ. ისინი იტაცებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ნებისმიერს, ვინც ადგილობრივი თემებისთვის თვალსაჩინოა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ბოლო შეტევები სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული ტერორი.
„ევროპასა და ამერიკაში ყველა უკვე ხედავს, რომ რუსეთი ღიად იყენებს ენერგიას დასავლური საზოგადოებების დესტაბილიზაციისთვის. ეს ყველაფერი დასავლეთის ქვეყნების მხრიდან სანქციების ახალი, ძლიერი პაკეტის მომზადებაში მეტ სიჩქარეს მოითხოვს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.