logo_geo
eng_logo
მოლდოვის პრემიერი: მოლდოვა სამხედრო ტექნიკით ისე არ არის აღჭურვილი, რომ უკრაინას დახმარება გაუწიოს
- +

18 აპრილი. 2022. 20:24

 

 

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ განაცხადა, რომ მოლდოვა სამხედრო ტექნიკით ისე არ არის აღჭურვილი, რომ უკრაინას დახმარება გაუწიოს.

 

ნატალია გავრილიცა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მოლდოვამ უკრაინას „მიგ-29“-ის მიყიდვაზე უარი განუცხადა.

 

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვა უკრაინას რუსეთის ფართომასშტაბური შეჭრის დაწყებიდან ეხმარება. კერძოდ, უკრაინელ ლტოლვილებს იღებს, უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს და ფინანსურ და საბანკო სისტემაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იცავს.

 

„რაც შეეხება უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევას, არიან ქვეყნები, როლებიც ჩვენზე უკეთ არიან აღჭურვილნი სამხედრო ტექნიკით და უფრო მეტი მდგრადობა აქვთ ეკონომიკისა და ენერგიტიკის სფეროებში, რათა უკრაინას აღნიშნული დახმარება გაუწიონ“, - აღნიშნა ნატალია გაცვრილიცამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner