logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: მინდა მოვუწოდო მოსამართლეებს...
- +

11 აგვისტო. 2016. 12:30


„მინდა მოვუწოდო მოსამართლეებს, მათი ძალიან მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, შეეცადონ და თავი შეიკავონ საჯარო დისკუსიისგან ერთმანეთთან, პოლიტიკოსებთან", - ამ სიტყვებით აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს. ასევე, პრეზიდენტმა პოლიტიკოსებსაც მიმართა და სთხოვა, „სხვა თემებზე გადართვა მოახერხონ".


„მინდა გამოვეხმაურო იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს მედიაში, რომელშიც ჩართული არიან მოსამართლეები, პოლიტიკოსები. პროცესს, რომელიც, სამწუხაროდ, აზიანებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო ინსტიტუტს ჩვენი ქვეყნისა. მინდა მოვუწოდო მოსამართლეებს, მათი ძალიან მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, შეეცადონ და თავი შეიკავონ საჯარო დისკუსიისგან ერთმანეთთან, პოლიტიკოსებთან.


მინდა ვთხოვო ასევე პოლიტიკოსებს, რომ იქნებ მოხერხდეს სხვა თემებზე გადართვა და მედიაში ჩვენი უმნიშვნელოვანესი, სახლემწიფოებრივი ინსტიტუტის ასეთი ფართო დისკუსიისგან დაცვა. იმედი მაქვს, რომ როგორც მოსამართლეები თავის მაღალი სტატუსით, ასევე პოლიტიკოსები გაითვალისწინებენ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად არსებობს რაღაცეები, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner