logo_geo
eng_logo
ესპანეთი კიევში თავის საელჩოს უახლოეს დღეებში გახსნის
- +

18 აპრილი. 2022. 20:25

 

 

ესპანეთი კიევში თავის საელჩოს უახლოეს დღეებში გახსნის. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ესპანეთის საელჩოს უკრაინის დედაქალაქში დაბრუნება უკრაინელი ხალხის მიმართ ესპანეთის მთავრობისა და საზოგადოების ერთგულების ახალი ნიშანი იქნება.

 

ესპანეთმა კიევში თავისი საელჩოს ევაკუაცია 27 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მალევე მოახდინა. უკრაინაში საელჩოს ფუნქციები მეზობელ პოლონეთში ესპანეთის საელჩოს გადაეცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner