logo_geo
eng_logo
უკრაინის გენერალური შტაბი: დონბასში რუსეთის მხრიდან შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნები ფიქსირდება
- +

18 აპრილი. 2022. 21:30

 

 

დონბასში რუსეთის მხრიდან შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნები ფიქსირდება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აღნიშნავენ, რომ რუსეთი აგრძელებს სრულმასშტაბურ შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და სამრეწველო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას ახორციელებენ.

 

„მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებისა და ადრე დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნების მიზნით. აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნები ფიქსირდება’, - ნათქვამია განცხადებაში.

 

გარდა ამისა, შეტევითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ დამატებითი დანაყოფების ფორმირებას როსტოვის რეგიონში და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

 

უკრაინის გენერალურ შტაბში არ გამორიცხავენ რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს, კერძოდ თვითმფრინავების გამოყენებას რუსეთის უკრაინასთან სასაზღვრო რაიონებში სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო იერიშის განსახორციელებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner