logo_geo
eng_logo
იანუშ ბუგაისკი: საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გამოიჩინა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტებში რუსეთის მაქსიმალურად იზოლაციაში მოქცევის კუთხით
- +

18 აპრილი. 2022. 21:31

 

 

საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გამოიჩინა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტებში, რუსეთის მაქსიმალურად იზოლაციაში მოქცევის კუთხით, - ამის შესახებ ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენის უფროსმა მკვლევარმა, იანუშ ბუგაისკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინამდე სწორედ საქართველო იყო 2008 წელს რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი უკრაინაში.

 

„ომის მეორე თვემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, ცივილიზებული მსოფლიო საზოგადოება, რომ ისტორიულად კრიტიკულ, გარდამტეხ ეტაპზე ვართ, როდესაც უნდა გადაწყდეს, რუსეთი იძულებული იქნება შეჩერდეს, თუ გააგრძელებს მისი იმპერიული ზრახვების განხორციელებას ევროპაში. კრიტიკული ეტაპია სანქციების თვალსაზრისითაც. დასავლეთი ამ კუთხით ბევრს მუშაობს და აუცილებელია აღინიშნოს ამ პროცესში საქართველოს როლიც. საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გამოიჩინა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტებში რუსეთის მაქსიმალურად იზოლაციაში მოქცევის კუთხით. ხაზგასასმელია რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდებისთვის ყველანაირი შესაძლებლობის ჩაკეტვაც. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო, რომელიც ჯერჯერობით ნატოს წევრი სახელმწიფო არ გახლავთ, მცხოვრები ოკუპაციის პირობებში, რადგან თქვენი ტერიტორიების 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული და მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინამდე სწორედ საქართველო იყო 2008 წელს რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი უკრაინაში“, - განაცხადა იანუშ ბუგაისკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner