logo_geo
eng_logo
იანუშ ბუგაისკი: დასავლეთი მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს საქართველოს
- +

18 აპრილი. 2022. 22:08

 

 

 

დასავლეთი მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს საქართველოს. ჩემი აზრით, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მაქსიმალური განვითარებისთვის, - ამის შესახებ ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენის უფროსმა მკვლევარმა, იანუშ ბუგაისკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საერთაშორისო სანქციების პირობებში რუსეთს გაუჭირდება დიდ ხანს წონასწორობის შენარჩუნება.

 

„იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად ექცევა იზოლაციაში, მისთვის განსაკუთრებით მძიმე იქნება საერთაშორისო სანქციების პირობებში დიდ ხანს წონასწორობის შენარჩუნება. დასავლეთი მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს საქართველოს. ჩემი აზრით, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მაქსიმალური განვითარებისთვის. საქართველოს აქვს შესაძლებლობები, მისი ტერიტორიის გავლით მეტი არარუსული ნავთობი და გაზი მიაწოდოს. ბუნებრივია, ეს რუსეთმაც იცის და შესაძლოა, ეცადოს პროვოკაციებსაც. ძალიან მალე მძიმე საომარი მოქმედებები კიდევ უფრო კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს დონბასში, სადაც თუ უკრაინელმა სამხედროებმა გამარჯვების მოპოვება შეძლეს, რუსეთი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება“, - განაცხადა იანუშ ბუგაისკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner