logo_geo
eng_logo
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმა მოხდა
- +

11 აგვისტო. 2016. 12:35


"ნაციონალური მოძრაობის" დედოფლიწყაროს რაიონული ორგანიზაციის ოფისზე თავდასხმა მოხდა. თავდასხის შედეგად, ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები, დაზიანებული და შეღებილია რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის ბანერი.


სახლი, სადაც ოფისია განთავსებული, მეპატრონის ინფორმაციით, მისთვის უცნობმა პირმა მინები ქვით ჩაამსხვრია, რის შემდეგაც მიმალვა მოახერხა.


პარტიის ხელმძღვანელი პირები მომხდარში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავს, ზურაბ გონაშვილს ადანაშაულებენ.


მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner