სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმები უკრაინაში კიდევ უფრო მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი ახორციელებს ტერორის კამპანიას უკრაინის ხალხის წინააღმდეგ.
„ფაქტია, რომ რუსეთი ახორციელებს ტერორის კამპანიას, სისასტიკის კამპანიას, საზიზღარი აგრესიის კამპანიას უკრაინის ხალხის წინააღმდეგ. რაც შეეხება იმას, რაც ვნახეთ ბოლო საათებში, ლვოვზე დარტყმების თვალსაზრისით, კიევის გარეუბანში დარტყმების თვალსაზრისით, ან ის, რაც ვნახეთ ქალაქებში, როგორიცაა მარიუპოლი, ქალაქები, როგორიცაა ხარკოვი, რისი მოწმე გავხდით ბუჩაში, ეს არის ნათელი მინიშნებები, ეს არის ნათელი მოწმობა სისასტიკისა, ტერორის კამპანიისა, რომელსაც რუსები აწარმოებენ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.