logo_geo
eng_logo
გერმანიაში მუსლიმ ქალებს შესაძლოა, ფარანჯის ტარება აეკრძალოთ
- +

11 აგვისტო. 2016. 12:49


გერმანიაში მცხოვრებ მუსლიმ ქალებს შესაძლოა, ფარანჯის ტარება აეკრძალოთ. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა გაავრცელა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში უწყება წარადგენს ზომების პაკეტს  ე.წ. ბერლინის დეკლარაციას, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხოების დონის გაზრდისკენ არის მიმართული.


დოკუმენტის დეტალური განხილვა სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში, გერმანიის ფედერალური მიწების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაიმართება.


დეკლარაციის შავ ვარიანტში ნათქვამია, რომ გერმანიაში უნდა აიკრძალოს მუსლიმური ტანისამოსის - ნიკაბისა და ფარანჯის ტარება, უნდა დაჩქარდეს მიგრანტების დეპორტაციის პროცესი, 2020 წლისთვის გერმანიაში პოლიციელების რაოდენობა 15 ათასით უნდა გაიზარდოს, ასევე გაუქმდეს ორმაგი მოქალაქეობა, ტერაქტების შემთხვევაში კი სპეცოპერაციებში მონაწილეობის უფლება ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსაც უნდა მიეცეთ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner