logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ჩვენ ოცნებების ასრულება დავიწყეთ
- +

11 აგვისტო. 2016. 12:50



არ ვამბობთ, რომ ანგელოზები ვართ და ვერ დაგპირდებით, რომ ფრთები ამოგვივა, მაგრამ ჩვენ ოცნებების ასრულება დავიწყეთ. „ქართულ ოცნებას" არჩევნებში ალტერანატივა არ აქვს", ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა.


მისი თქმით, „ქართული ოცნება" არის მშვიდობის განვითარების პარტია.

ვერც ერთმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის განმავლობაში ვერ მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ნამდვილად დავამყარეთ მშვიდობა ქვეყანაში", - განაცხადა ქანთარიამ.


დეპუტატის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ" ხალხს აუსრულა ის ოცნებები, რომელიც მართლა ოცნებად ჰქონდა.


ჩვენ დავიწყეთ ხალხისთვის იმ ოცნებების ასრულება, რაც მართლაც ოცნება იყო მათთვის. ნამდვილად იყო ოცნება ჰეპატიტით დაავალდებულთათვის მკურნალობა. ეს ოცნება ახდა, ახდა კიდევ სხვა ოცნებები, მათ შორის ის, რომ საავადმყოფოს კარები გაიღო, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, თავისუფლების მიმართულებით. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ იდეალურები და ანგელოზები ვართ, არც იმას ვპირდებით, რომ რომელიმე ჩვენგანს ფრთები ამოუვა, მაგრამ „ქართულ ოცნებას" ალტერნატივა ნამდვილად არ აქვს. ჩვენ აუცილებლად მოვალთ უმრავლესობით და ავასრულებთ ყველა დაპირებას", - განაცხადა ქანთარიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner