logo_geo
eng_logo
რუსეთი საზღვარგარეთ მისი აქტივების გაყინვას სასამართლოში გაასაჩივრებს
- +

19 აპრილი. 2022. 13:06

 

 

რუსეთი საზღვარგარეთ მისი აქტივების გაყინვას სასამართლოში გაასაჩივრებს - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები უპრეცედენტოა და მოსკოვი სამართლებრივი დავის დაწყებისთვის ემზადება.

 

„ეს არის ოქროსა და სავალუტო რეზერვების უპრეცედენტო გაყინვა, ჩვენ ვემზადებით სამართლებრივი დავისთვის. ამას საერთაშორისო სასამართლოში გავასაჩივრებთ, რადგან უპრეცედენტოა გლობალური მასშტაბით ამხელა ქვეყნის სავალუტო მარაგების გაყინვა“, - განაცხადა ნაბიულინამ.

 

რუსეთის ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის თქმით, საზღვარგარეთ 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივებია გაყინული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner