ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ „თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ წევრთან, გორის მაჟორიტარ დეპუტატ თამაზ შიოშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
კალაძის თქმით, პირადად მას, თამაზ შიოშვილთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მზადაა მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" გამიჯნულ პირებთან თამშრომლობისთვის.
„ყველა ის ადამიანთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ, ვინც ფიქრობს და თვლის, რომ მისი შესაძლებლობები შეიძლება იყოს გამოყენებული ქვეყნის საკეთილდღეოდ. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც აქვს სწორი ხედვა და იზიარებს იმ პოლიტიკურ გემოვნებას, რომელიც პარტია "ქართულ ოცნებას" გააჩნია. ასე რომ, ჩვენი კარი დახურული არაა.
მინდა ასევე ვთქვა, რომ აშკარად იკვეთება "ნაციონალური მოძროაბისა" და ბურჭულაძის პარტიის ინტერესები. იმ განცხადებებით, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ, ისინი ახდენენ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებების ციტირებას. მე ვფიქრობ, აქ ყველაფერი ნათელია. დღეს საქართველოში არ ბნელა. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და იგებს", - განაცხადა კალაძემ.