logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: პრემიერმა დაამტკიცა, რომ რა ინიციატივებიც მან აქამდე გააჟღერა, ყველაფერი წარმატებით განხორციელდა და ყველა სხვა ინიციატივაც ასეთი იქნება
- +

19 აპრილი. 2022. 15:42

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პოლიციელებისთვის 1 000-ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენების შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ინიციატივას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პოლიციელების ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესება ძალიან სერიოზული განაცხადია.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა, ისევე როგორც პრემიერის წინა ინიციატივები, წარმატებით შესრულდება.

 

„ჯარის ქალაქის პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ამ დარგში, ამ სფეროში მომუშავე ადამიანების სოციალური საკითხების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა. მოგეხსენებათ, რომ სამხედროები არიან გარანტორები ქვეყნის უსაფრთხოების და მათი პირობების გაუმჯობესების მსგავსი პრეტენდენტი მანამდე არ ყოფილა. ამ პროექტის ფარგლებში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დაკმაყოფილდა ბინებით, ანალოგიური პროექტი პოლიციელებისთვის არამარტო მისაღებია, არამედ სასიხარულოც არის, რადგან ეს ადამიანები დგანან ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე, ამიტომ მისასალმებელია ეს პროექტი.

 

ასევე თავდაცვის სფეროში ინიციატივების ფარგლებში, ლიცეუმი, რომელიც თბილისში გაიხსნება, ძალიან კარგი იქნება ახალგაზრდების ცნობიერების ასამაღლებლად და განათლების მისაღებად. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ 99% პროცენტი, ვინც ამ ლიცეუმში აბარებს, თავის ცხოვრებას მომავალში სამხედრო სამსახურს უკავშირებს, რაც ასევე ძალიან კარგი არის და იგივე სპეცდანიშნულების ბაზის მოწესრიგება, პოლიციის ინფრასტრუქტურის გაჯანსაღება თითოეული ნაბიჯი სასიკეთოდ წაადგება თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართლის სისტემას.

 

ყველა ეს პროექტი ერთია, რომ ძალიან კარგ ინიციატივებად ჟღერს და მეორეა, თუ ვინ აჟღერებს ამას. პრემიერ-მინისტრმა დაამტკიცა, რომ რაც მან თქვა ამ მიმართებით, ყველაფერი წარმატებით განხორციელდა და ყველა სხვა ინიციატივაც ასეთი იქნება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ინიციატივები საჭირბოროტო საკითხებია გამომდინარე გამოწვევებისგან, რომლებიც დგას ქვეყნის წინაშე და ასევე თვითონ სამხედრო მოსამსახურეების, პოლიციელების ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესება არის ძალიან სერიოზული განაცხადი ხელისუფლებისგან და კერძოდ პრემიერ-მინისტრისგან“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიციელებისთვის 1 000 ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება. გარდა ამისა, დაგეგმილია პოლიციის ყველა შენობისა და ბაზის რეაბილიტაცია. ასევე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, აშენდება სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი, თანამედროვე ბაზა და კადეტთა ლიცეუმი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner