logo_geo
eng_logo
ხულოს სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა
- +

19 აპრილი. 2022. 16:07

 

 

ხულოს სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა. პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რათა მოსახლეობამ შეძლოს სამედიცინო სერვისებით სრულფასოვნად და ხარისხიანად სარგებლობა.

 

თორნიკე რიჟვაძე ხულოს სამედიცინო ცენტრში აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად  იმყოფებოდა.

 

რეანიმობილი ხულოს მუნიციპალიტეტს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გადასცა. ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით  ყველა სიმძიმის პაციენტის  ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი როგორც ხულოს მუნიციპალიტეტში, ასევე, ზოგადად მაღალმთიან აჭარაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner