logo_geo
eng_logo
უკრაინის ვიცე-პრემიერი: რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები მეხუთედ გაცვალეს
- +

19 აპრილი. 2022. 17:03

 

 

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები ომის დაწყების შემდეგ უკვე მეხუთედ გაცვალეს.

 

მისი ინფორმაციით, უკრაინაში დაბრუნდა 60 სამხედრო (მათ შორის 10 ოფიცერი) და 16 სამოქალაქო პირი.

 

რუსეთის რამდენი მოქალაქე მონაწილეობდა გაცვლაში, ვერეშჩუკს არ დაუკონკრეტებია. რუსულ მხარეს ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner