logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო
- +

11 აგვისტო. 2016. 12:55


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად შინდისში, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და დაღპული 17 ქართველი გმირის მემორიალი ყვევილებით შეამკო.


ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები აქ მოვდივართ მადლიერებით, რათა პატივი გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაგვიცვა ჩვენ, დაიცვა დედაქალაქი, დაიცვა ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან, მადლობა და დიდება მათ სახელებს, მათ ხსოვნას, მადლობა მათ ოჯახებს, რომ ასეთი შვილები, ქმრები, ძმები გაგვიზარდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner