საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად შინდისში, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და დაღპული 17 ქართველი გმირის მემორიალი ყვევილებით შეამკო.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები აქ მოვდივართ მადლიერებით, რათა პატივი გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაგვიცვა ჩვენ, დაიცვა დედაქალაქი, დაიცვა ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან, მადლობა და დიდება მათ სახელებს, მათ ხსოვნას, მადლობა მათ ოჯახებს, რომ ასეთი შვილები, ქმრები, ძმები გაგვიზარდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.