logo_geo
eng_logo
ევროკომისია აცხადებს, რომ ნავთობის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებზე მუშაობს
- +

19 აპრილი. 2022. 20:07

 

 

ევროკომისია აცხადებს, რომ ნამდვილად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო შემდგომ სანქციებზე ნავთობის სფეროში.

ევროკომისიის მთავარი სპიკერი, ერიკ მამერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მას არ შეუძლია დამატებითი დეტალების დასახელება.

ევროკავშირმა ამ დრომდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხუთი პაკეტი დაამტკიცა, თუმცა გაურკვეველია, იქნება თუ არა სანქციების მეექვსე პაკეტი და თუ იქნება, როდის.

მანამდე საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკიტხზე მუშაობა მიმდინარეობს და დასძინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს სურს ასეთი ნაბიჯი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner