logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტერეში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის
- +

19 აპრილი. 2022. 21:00

 

 

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ გაერო დეტალურ გეგმებს წარუდგენს მხარეებს და მზად არის, ჰუმანიტარული დახმარების კოლონები გაგზავნოს მარიუპოლში, ხერსონში, დონეცკსა და ლუგანსკში.

„ჰუმანიტარული სიტუაცია მძიმეა. ადამიანებს არ აქვთ საკვები, წყალი, მარაგი ავადმყოფების ან დაჭრილების სამკურნალოდ ან უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ახალი ცხოვრების აღნიშვნის ნაცვლად, ეს აღდგომა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეტევას ემთხვევა. ძალებისა და შეიარაღების ინტენსიური კონცენტრაცია ამ ბრძოლას უფრო ძალადობრივ, სისხლიან და დამანგრეველს ხდის“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner