logo_geo
eng_logo
CNN: პენტაგონის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს
- +

19 აპრილი. 2022. 21:17

 

 

აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განუცხადა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას აშშ-ის არმიის მარაგებიდან 2.3 მილიარდი დოლარის იარაღი და აღჭურვილობა მიაწოდა, ასევე უსაფრთხოების სფეროში 300 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო.

„ეს, რა თქმა უნდა, იარაღის დიდი მიწოდებაა კონფლიქტში მყოფი პარტნიორი ქვეყნისთვის. უპრეცედენტოა ის სიჩქარე, რომლითაც ვმოქმედებთ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner