აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განუცხადა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას აშშ-ის არმიის მარაგებიდან 2.3 მილიარდი დოლარის იარაღი და აღჭურვილობა მიაწოდა, ასევე უსაფრთხოების სფეროში 300 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო.
„ეს, რა თქმა უნდა, იარაღის დიდი მიწოდებაა კონფლიქტში მყოფი პარტნიორი ქვეყნისთვის. უპრეცედენტოა ის სიჩქარე, რომლითაც ვმოქმედებთ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.