პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთს არ შეუძლია უკრაინა მარტოდ დატოვოს და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინის საბრძოლო სულისკვეთებას.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული ჯარები ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან.
„ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ამ საბრძოლო სულისკვეთებას ასევე ყველაზე სუსტებზე ზრუნვით. დღეს ჩვენ დავინახეთ ქალები და ბავშვები, რადგან კაცები ფრონტზე იბრძვიან თავისუფალი უკრაინისა და ასევე ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ ლვოვში ვიზიტის დროს.