logo_geo
eng_logo
ბაიდენმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რუსეთის აგრესიის პირობებში უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა განიხილა
- +

19 აპრილი. 2022. 23:20

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რუსეთის აგრესიის პირობებში უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა განიხილა, მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფა.

„მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი დახმარება და მძიმე ეკონომიკური სანქციები დავუწესოთ რუსეთს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტ ბაიდენს შეუერთდნენ კანადის პრემიერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი მიშელი, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, გერმანიის კანცლერი შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი დრაგი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიშიდა, ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი, პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი იოჰანისი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ჯონსონი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner