logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ქორწინების საკითხზე „ქართულ ოცნებას” გვაქვს მყარი პოზიცია
- +

11 აგვისტო. 2016. 13:30


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი  ვოლსკიმ  განაცხადა, რომ ვიღაცეებს სურთ, საკუთარი პოლიტიკური კარიერის აგება იმაზე, თითქოს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ტრადიციებს უპირისპირდება.


ვოლსკიმ აღნიშნა, რომ არ ეთანხმება პრეზიდენტის პოზიციას, თითქოს ქორწინების დეფინიციას კონსტიტუციაში დაზუსტება არ სჭირდება და ასევე არ ეთანხმება პოლიტიკურ ჯგუფებს, „რომელთაც თავის გამოჩენა რადიკალური მოთხოვნებით დაიწყეს".


„გამოვიდნენ ადამიანები, რომელთაც გადაწყვიტეს, გამოიყენონ უმცირესობების თემა, გაილაშქრონ უმცირესობაზე, შექმნან დაპირისპირება და ამ დაპირისპირების ფონზე აღმოცენდეს მათი პოლიტიკური დივიდენდი. თუნდაც სანდრო ბრეგაძის ბოლო პერიოდის განცხადებები იყო ძალიან მკვახე. ეს მისი პოზიციაა. მას კარგად ვიცნობ, არის ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანი, მაგრამ ეს დროშა არავის არ ეკუთვნის. თუკი რაიმე მთავრობას გაუკეთებია, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში, ამის ქვეკუთხედი სწორედ საუკეთესო ტრადიციებია. გადაწვდნენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემას, იქ უმცირესობების დაჩაგვრის აუცილებლობას და ამაზე ვიღაცეებმა პოლიტიკური დივიდენდების დაგროვება დაიწყებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ - "ქართულ ოცნებას" გვაქვს მყარი პოზიცია, პარლამენტში შეტანილი გვაქვს საკონსტიტუციო ინიციატივა და დარწუნებული ვარ, მას მივიღებთ. რაც შეეხება 225 ათასი ადამიანის ხელმოწერას, ვფიქრობ, რომ ისინიც სწორედ ასე ფიქრობენ: - არავითარი კითხვის ნიშანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მოგონილი და თითიდან გამოწოვილია თემა, თითქოს ეს მიმართულება ჩვენ ეროვნულ ტრადიციებს უპირისპირდება. სწორედ ამაზე უნდათ ვიღაცეებს პოლიტიკური კარიერის და ხვალინდელი დღის აგება", - განაცხადა ვოლსკიმ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner