logo_geo
eng_logo
ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას უფრო მეტ არტილერიას მიაწვდის
- +

19 აპრილი. 2022. 23:28

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში უფრო მეტი არტილერიის გაგზავნას აპირებს.

ჟურნალისტებმა ჯო ბაიდენს ჰკითხეს, აპირებს თუ არა უკრაინისთვის უფრო მეტი არტილერიის მიწოდებას, რაზეც მან დადებითი პასუხი გასცა.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner