აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში უფრო მეტი არტილერიის გაგზავნას აპირებს.
ჟურნალისტებმა ჯო ბაიდენს ჰკითხეს, აპირებს თუ არა უკრაინისთვის უფრო მეტი არტილერიის მიწოდებას, რაზეც მან დადებითი პასუხი გასცა.
მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს.