ამ ომში, რუსული არმია სამუდამოდ შევა ისტორიაში, როგორც მსოფლიოში ყველაზე ბარბაროსული და არაადამიანური არმია, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობა, საცხოვრებელი უბნების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ყველა სახის იარაღის გამოყენება, მათ შორის საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იარაღის - ეს უკვე რუსული არმიის ხელწერაა. ეს ისეთი საძაგლობაა, რაც რუსეთის სახელმწიფოს თაობების განმავლობაში დაასახელებს, როგორც აბსოლუტური ბოროტების წყაროს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.