logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ამ ომში, რუსული არმია სამუდამოდ შევა ისტორიაში, როგორც მსოფლიოში ყველაზე ბარბაროსული და არაადამიანური არმია
- +

20 აპრილი. 2022. 01:10

 

 

ამ ომში, რუსული არმია სამუდამოდ შევა ისტორიაში, როგორც მსოფლიოში ყველაზე ბარბაროსული და არაადამიანური არმია, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობა, საცხოვრებელი უბნების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ყველა სახის იარაღის გამოყენება, მათ შორის საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იარაღის - ეს უკვე რუსული არმიის ხელწერაა. ეს ისეთი საძაგლობაა, რაც რუსეთის სახელმწიფოს თაობების განმავლობაში დაასახელებს, როგორც აბსოლუტური ბოროტების წყაროს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner