logo_geo
eng_logo
ბაიდენი ამბობს, რომ არ იცის, გაემგზავრება თუ არა უკრაინაში
- +

20 აპრილი. 2022. 01:10

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის, გაემგზავრება თუ არა უკრაინაში.

„პასუხი არის, არ ვიცი”, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ „მე ბევრჯერ ვიყავი უკრაინაში, უბრალოდ არ ვყოფილვარ იქ ბოლო დროს”.

15 აპრილს, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება.

„ის ყველაფრისთვის მზად არის. ის მზად არის უკრაინაში წასასვლელად, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტს უკრაინაში არ ვაგზავნით“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner