აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის, გაემგზავრება თუ არა უკრაინაში.
„პასუხი არის, არ ვიცი”, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ „მე ბევრჯერ ვიყავი უკრაინაში, უბრალოდ არ ვყოფილვარ იქ ბოლო დროს”.
15 აპრილს, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება.
„ის ყველაფრისთვის მზად არის. ის მზად არის უკრაინაში წასასვლელად, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტს უკრაინაში არ ვაგზავნით“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.