logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მთელ მსოფლიოში საწვავისა და სურსათის ფასები გაზარდა
- +

20 აპრილი. 2022. 01:20

 

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მთელ მსოფლიოში საწვავისა და სურსათის ფასები გაზარდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

„უკრაინაში შეჭრამ მთელ მსოფლიოში საწვავისა და სურსათის ფასები გაზარდა. გასულ თვეში ინფლაციის მონაცემებში რაც ვნახეთ არის ის, რომ ინფლაციის ზრდის დაახლოებით 70% პუტინის ქმედებებზე მოდის, რამაც საწვავსა და ენერგიაზე ფასების ზრდა გამოიწვია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინაში ომი მსოფლიო ეკონომიკაზე კვლავ განაგრძობს გავლენის მოხდენას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner