logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გიორგი პაპუაშვილი პროკურატურამ უნდა დაჰკითხოს
- +

8 მარტი. 2016. 13:21



საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნებას გეგმავს და ამ განცხადებას უზნეობა უწოდა.


გიორგი ვოლსკის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილი მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პროკურატურამ უნდა დაჰკითხოს.



ეს უზნეობაა, რომელიც არ ეკადრება მოსამართლეს, მითუმეტეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. რატომ მოხდა ეს, რატომ აიჭრა ასე, არ ვიცი. არ მინდა დავუშვა, რომ გამოცდების თემამ გამოიწვია. შეიძლება განსაზღვრული ჰქონდა, მაინცდამაინც ევროპაში წასულიყო და ვერ მიიღო შესაბამისი ქულები და შეიძლება განწყობა აქვს ასეთი. მაგრამ ვფიქრობ, უზნეობაა ასეთი რამის დაბრალება", - განაცხადა  ვოლსკიმ.

 

 

მისივე თქმით, პაპუაშვილი უნდა დაჰკითხოს პროკურატურამ და უნდა გაირკვეს, რაიმე რეალური თუ გააჩნია ხელში, გარდა განცხადებებისა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner