logo_geo
eng_logo
უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების დღესვე ევაკუაციისთვის, ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს
- +

20 აპრილი. 2022. 11:48

 

 

„უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუსეთთან მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომ დღეს, 20 აპრილს, გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციისთვის“, - ამის შესახებ Reuters წერს.

 

„ჩვენ მოვახერხეთ, წინასწარ შეთანხმებულიყო ჰუმანიტარული დერეფანი ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის. მარიუპოლში შექმნილი კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციის გათვალისწინებით, დღეისთვის, სწორედ აქეთ მივმართეთ ჩვენი ძალისხმევა“, - წერს ის Facebook-ზე.

 

როგორც ის აღნიშნავს, უსაფრთხოების ძალიან რთული პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ევაკუაციის ორგანიზებისას გარკვეული გარემოებები შეიცვალოს. ის სთხოვს მოსახლეობას, ოფიციალურ შეტყობინებებს მიჰყვეს.

https://www.facebook.com/vereschuk.iryna/posts/1886999961486518

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner