logo_geo
eng_logo
20 აგვისტოს „SCORPIONS”-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი მატარებელი ინიშნება
- +

11 აგვისტო. 2016. 13:43

20 აგვისტოს „Black Sea Arena“-ზე ჯგუფ „SCORPIONS” კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#856/855) მატარებელი ინიშნება. 

 

„4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 10:25, ურეკში ჩავა 14:51.  ურეკიდან გამოვა 21 ივლისს 02:00 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:20. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ.

 

 

საქართველოს რკინიგზა  გისურვებთ ბედნიერ მგზავობას!“ - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner