კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში, მოსახლეობის სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი წყალსადენის მაგისტრალის, შიდა ქსელის, რკინაბეტონის ჭების და სამორიგეო ჯიხურის მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის ღირებულება 169 759 ლარია, რომელიც ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯი თი ჰოლდინგი“ ახორციელებს.
„გასულ წელს სოფელ ბარნაბიანთკარში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები ჩავატარეთ: მოეწყო ჭაბურღილი, რეზერვუარი, საქლორატორო და სანიტარული ღობე. მეორე ეტაპის სამუშაოების დასრულება სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლით მომარაგებას გაუუმჯობესებს“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.