logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: პრემიერის მიერ არჩეული კურსი გამიზნულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა
- +

20 აპრილი. 2022. 12:22

 

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაჟღერებული ახალი ინიციატივების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მოსახლეობის სხვადასხვა ფენებზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

დავით ქართველიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ არჩეული კურსი ქვეყნის მშვიდობასა და სტაბილურობაზეა ორიენტირებული.

 

„მიმდინარეობს ზრუნვა იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელთა შვილებზე სოციალური დახმარება ივნისიდან გასამმაგდება. ამ პანდემიისგან და ომისგან გამოწვეული კრიზისის პირობებში, ქართული ეკონომიკა მაინც ახერხებს და ამ 200 000-ზე მეტ ბავშვს, რომლებიც ამ კატეგორიაში შედიან, პრაქტიკულად გასამმაგებულ ყოველთვიურ შემწეობას დაუნიშნავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს დევნილებზე ზრუნვის გაგრძელება: 13 000 დევნილი მიიღებს 2024 წლისთვის თავის საცხოვრებელ ფართს, რომელსაც ელოდებოდა ათეულობით წლების განმავლობაში. მათ არ გამოუჩნდათ წინა ხელისუფლების დროს არანაირი პატრონი, თუ არ ჩავთვლით იმ დამახინჯებულ გეტოებს, რომლებიც აუშენეს შიდა ქართლში.

 

გარდა ამისა, მიმდინარეობს საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. არც ეს დავიწყებია ბატონ პრემიერ-მინისტრს და მიწასთან მუშაობის თვალსაზრისით ინვენტარის შესაძენად 300-ლარიანი ვაუჩერი დაერიცხება აგრობარათზე ყველა სოფლის მეურნეობით დაკავებულ ფერმერს და ისინი შეძლებენ, რომ მიზნობრივად გამოიყენონ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საჩუქარი სახელმწიფოსგან.

 

რაც შეეხება განათლების სფეროს, აქ გამოყოფილია თანხები 800-ზე მეტი მოქმედი სკოლის გასარემონტებლად და ასევე 80 ახალი სკოლის მშენებლობისთვის. 90-ზე მეტი ბაგა-ბაღი აშენდება და 412 შეყვანილია უკვე იმ პროგრამაში, რომელმაც მისი განახლება და გარემონტება უნდა უზრუნველყოს.

 

პრემიერის მიერ არჩეული კურსი აშკარად გამიზნულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ადამიანებმა არ იგრძნონ კრიზისების და მსოფლიო მასშტაბის რთული ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეული შეფერხებები“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე იზრდება, ასევე მომდევნო 3-4 წელიწადში 13 ათასამდე დევნილი ოჯახი ბინებს მიიღებს. გარდა ამისა, იგეგმება როგორც ახალი სკოლებისა და ბაგა-ბაღების მშენებლობა, ისე ძველების რეაბილიტაცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner