logo_geo
eng_logo
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩინეთიდან გერმანიაში მატარებელი რუსეთის გვერდის ავლით ჩავა
- +

20 აპრილი. 2022. 13:06

 

 

„ჩინეთიდან გერმანიაში მატარებელი რუსეთის გვერდის ავლით ჩავა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინჰუა“ ავრცელებს.

 

როგორც იუწყებიან, ახალი სარკინიგზო მარშრუტი ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე, რუმინეთზე, უნგრეთზე, სლოვაკეთსა და ჩეხეთზე გაივლის და გერმანიის ქალაქ მანჰეიმში ჩავა.

 

სინხუა წერს, რომ კასპიისა და შავ ზღვას ახალი მარშრუტი სარკინიგზო და საზღვაო გზებით კვეთს. პირველი შემადგენლობა ამ სარკინგზო ხაზით ტვირთი 13 აპრილს ქალაქ სიანიდან გააგზავნეს. მატარებელს გადააქვს სპორტული პროდუქცია.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ ახალი მარშრუტი გადის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. ჩინური კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ასეთი მარშრუტი გაზრდის გადაზიდვების ეფექტურობას, ხოლ ხარჯები შემცირდება.

 

„ასეთი მარშრუტი შექმნილ ვითარებაში ექსპორტს დაარეგულირებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

პუბლიკაციაში არ არის ნახსენები საქართველო, თუმცა როგორც ცნობილია, ჩინური კომპანიები ქართულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას იყენებენ.

 

მარტის დასაწყისში რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ წერდა, რომ ჩინური გადამზიდავი კომპანიები ევროკავშირში ტვირთის რუსეთის გავლით გადატანას აჩერებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner