logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: კარგი იქნება, თუ ჯეიმს აპატურაის რადიკალური ოპოზიციის ბელადის განცხადებებს მოასმენინებთ
- +

20 აპრილი. 2022. 15:39

 

 

„ჯეიმს აპატურაის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ რადიკალურ ოპოზიციას მუდმივად მოვუწოდებდით, შეეშვას პოზიციის რადიკალიზებას, გზების გადაკეტვას, მათი ამომრჩევლების გამოყენებას პირადი და პოლიტიკური ინტერესებისთვის“, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია კვლავ ვითარების ხელოვნურად დაძაბვას ცდილობს.

 

„კარგი იქნება, თუ ჯეიმს აპატურაის მოასმენინებთ რადიკალური ოპოზიციის ბელადის განცხადებებს, ეს არის პოლარიზაციის შემცირება?! ეს ხომ მცდელობაა, მეტად დაძაბოს სიტუაცია, აამხედროს ქართველი ქართველის წინააღმდეგ, შეიქმნას ჯგუფები „ამისისტები“ და „იმისისტები“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner