„საქართველოში ვადამდელი არჩევნები ჩანიშნულია 2024 წელს, კონსტიტუციით ასეა გათვალისწინებული და ჩატარდება 2024 წელს. რამდენიც მიხეილ სააკაშვილს ამ მისი გუნდის წევრს მოუნდება და თავში რაღაც მოუვლის, იმდენი არჩევნები ვერ დაინიშნება. ამის საფუძველი არ არსებობს. ეს საკითხი მათ თავში ყოველთვის აქტიურია და ხანდახან ამბობენ კიდეც ამას”, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” და ოპოზიციის რადიკალური ფრთა ყოველთვის ცდილობს, რამენაირად თავი აარიდოს ელექტორატის მხარდაჭერას, რომელიც მას არ გააჩნია და შემოვლითი გზით მოიპოვოს ხელისუფლება.
„ამას ცდილობენ უკვე რამდენი წელია - არ გამოსდით და არც გამოუვათ. მითუმეტეს, რადიკალიზაციისკენ, ქუჩაში გამოსვლებისკენ, ხელისუფლების უმიზეზოდ და უკანონოდ რყევისკენ მოწოდებები, რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე ვის წისქვილზე დაასხამს წყალს, როგორც მინიმუმ, უნდა გათვალონ. თუ გათვლილი არ აქვთ და იმედია, არ აქვთ და ისე საუბრობენ, მაშინ გაიაზრონ და აღარ თქვან ხოლმე, ჯობს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „ამ ძალიან რთულ პერიოდში არის ისტორიული შანსი და ფანჯარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის“.