logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: ვიმოქმედებთ და მივაღწევთ მდგომარეობას, რომ დონბასში ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ, როგორც სევასტოპოლში
- +

20 აპრილი. 2022. 16:01

 

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ სწორედ დონბასში ტრაგედიებმა აიძულეს რუსეთი, დაეწყო „სპეცოპერაცია“.

 

„სამწუხაროდ, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ცუდი მიმართულებით. რადგან მთელი ეს რვა წელი იქ გრძელდებოდა დაბომბვები, საარტილერიო დარტყმები და საბრძოლო მოქმედებები. რა თქმა უნდა, ადამიანების ძალიან უჭირდათ. სხვანაირად ვითარდებოდა ხალხის ცხოვრება ყირიმში, სევასტოპოლში – ეს ცხადია. თუმცა იმ ტრაგედიამ, რომელიც ხდებოდა დონბასში, მათ შორის ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, აიძულა რუსეთი, დაეწყო ეს სამხედრო ოპერაცია, რომელზეც დღეს ყველამ კარგად იცის. უპირველეს ყოვლისა, მე ამის შესახებ სულ თავიდანვე ვთქვი, ამ ოპერაციის მიზანი დონბასში მცხოვრები ჩვენი ხალხის დახმარებაა.

 

ვიმოქმედებთ თანმიმდევრულად და მივაღწევთ ისეთ მდგომარეობას, რომ იქაც ცხოვრება თანდათან ნორმალიზდება და შეიცვლება უკეთესობისკენ, როგორც სევასტოპოლში“, – განაცხადა პუტინმა არაკომერციული ორგანიზაციის „რუსეთი – შესაძლებლობების ქვეყანა“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner