logo_geo
eng_logo
შოთა გულბანი: „ნაცმოძრაობა“ და მისი მედიასაშუალებები ძალიან არაკომპეტენტურად წერენ და უსინდისოდ იტყუებიან მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე
- +

20 აპრილი. 2022. 17:45

 

 

„საქართველოს ეკონომიკა უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ პოზიტიურ მაჩვენებლებს აფიქსირებს. მიუხედავად რთული და დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარებისა, რაც მსოფლიო ეკონომიკას დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს, საქართველო ახერხებს დადებითი დინამიკის შენარჩუნებას ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებში, - წერს საკონსულტაციო ცენტრის „Gulbani Economic Analysis“ ხელმძღვანელი შოთა გულბანი თავის ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე.

 

ამის დასტურად რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე მიუთითებს: ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე, სარეკორდოა როგორც 2022 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, ისე მარტის თვის მიხედვითაც. ამასთან, ფიქსირდება რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირების ტენდენცია. კერძოდ, იანვარ-მარტში შემცირდა ადგილობრივი ექსპორტი რუსეთში 2.8%-ით და 94.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, მარტში რუსეთში ადგილობრივი ექსპორტის კლება 59.0%-ს გაუტოლდა. სამაგიეროდ ეს მაჩვენებელი იზრდება ისეთ მსხვილ ბაზრებზე როგორიცაა ამერიკა, ევროპა, ჩინეთი და ა.შ.

 

„ქვეყნის შიგნით დაფიქსირებული პოზიტიური მაკრო მონაცემების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ 2021-2027 წლებში 193 სახელმწიფოს შორის საქართველო $GDP per capita ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზე, საქართველოს $GDP per capita 2021 - 2027 წლებში ორმაგდება, 2020 წელთან შედარებით იზრდება 115%-ით და 2027 წელს მიაღწევს $9,194 -ს. აგრეთვე, თუკი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით გაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს დავეყრდნობით, რომელიც ითვალისწინებს როგორც გაცვლითი კურსის ასევე ცხოვრების დონეებს შორის განსხვავებებს, აქაც საქართველოს საგრძნობ გაუმჯობესებას პროგნოზირებს სავალუტო ფონდი. კერძოდ, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP) ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით 2021-2027 წლებში მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს შორის საქართველო მეშვიდე ადგილზეა. 2022 წელს GDP per capita (PPP) ხდება 18 593 დოლარზე მეტი, 2027 წლისთვის კი აჭარბებს 27 459 დოლარს“, - აღნიშნავს შოთა გულბანი.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მედიასაშუალებები ძალიან არაკომპეტენტურად წერენ და უსინდისოდ იტყუებიან მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სსფ-ის გუშინ გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5,618 დოლარს მიაღწევს. მაშინ როდესაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობა მაგალითად 2008 წელს იყო 3420 დოლარი, 2012-ში იყო 3 500 დოლარი. 2008 წელთან შედარებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაზრდილია 2,200 დოლარით და 2012 წელთან შედარებით 2 100 დოლარით“, - წერს ეკონომიკის ექსპერტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner