„ნაციონალური მოძრაობა” და ოპოზიციის რადიკალური ფრთა ყოველთვის ცდილობს, რამენაირად თავი აარიდოს ელექტორატის მხარდაჭერას, რომელიც მას არ გააჩნია და შემოვლითი გზით მოიპოვოს ხელისუფლება“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, ქუჩაში გამოსვლისკენ და რადიკალიზაციისკენ მოწოდებები მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
„ამას ცდილობენ უკვე რამდენი წელია - არ გამოსდით და არც გამოუვათ. მითუმეტეს, რადიკალიზაციისკენ, ქუჩაში გამოსვლებისკენ, ხელისუფლების უმიზეზოდ და უკანონოდ რყევისკენ მოწოდებები, რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე ვის წისქვილზე დაასხამს წყალს, როგორც მინიმუმ, უნდა გათვალონ“, - განაცხადა დავითულიანმა.