საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოგვცა შედეგი, რომელსაც აღიარებს სავალუტო ფონდიც. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2021-2027 წლების წინასწარი შეფასებასა და პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც, 2021-2027 წლებში 193 სახელმწიფოს შორის საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში ($GDP per capita) ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
„ჩასაფრებულმა ოპოზიციამ ამას ციფრებით ჟონგლირება რომ არ უწოდოს, ეს აისახა სოცდაუცველთა დახმარებაზეც. თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით არასრულწლოვანი სოცდაუცველების ფულადი დახმარება უკვე 150 ლარს შეადგენს, იზრდება დახმარება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასე რომ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოგვცა შედეგი, რომელსაც აღიარებს სავალუტო ფონდიც“, - აცხადებს ზარქუა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2021-2027 წლების წინასწარი შეფასება და პროგნოზები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2021-2027 წლებში 193 სახელმწიფოს შორის საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში ($GDP per capita) ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.