logo_geo
eng_logo
მარია ზახაროვა: რუსეთმა შვედეთი და ფინეთი ორმხრივი დიპლომატიური არხებით გააფრთხილა, რომ NATO-ში გაწევრიანებას შედეგები მოჰყვება
- +

20 აპრილი. 2022. 20:36

 

 

„რუსეთმა შვედეთი და ფინეთი ორმხრივი დიპლომატიური არხებით გააფრთხილა, რომ NATO-ში გაწევრიანებას შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

 

„ჩვენ ყველა ჩვენი გაფრთხილება გავავრცელეთ როგორც საჯაროდ, ასევე ორმხრივი არხებით. შვედეთმა და ფინეთმა იციან ამის შესახებ. ისინი ინფორმირებულნი არიან, რას გამოიწვევს ეს“, - აღნიშნა მარია ზახაროვამ.

 

14 აპრილს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში, ფინეთი მზად არის რუსეთის მხრიდან სხვადასხვა სახის საფრთხეებისთვის.

 

13 აპრილს, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ ფინეთი NATO-ში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner