logo_geo
eng_logo
ანალენა ბერბოკი: გერმანია წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტზე სრულად იტყვის უარს
- +

20 აპრილი. 2022. 20:38

 

 

„გერმანია წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტზე სრულად იტყვის უარს“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, გერმანია რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებას ეტაპობრივად შეამცირებს.

 

„ევროპის უსაფრთხოება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვამცირებთ და ნულამდე დაგვყავს ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე, პირველ რიგში, ენერგეტიკის საკითხებში. გვსურს, უარი ვთქვათ რუსული გაზის იმპორტზე. გერმანიამ წარსულში შეცდომები დაუშვა, ამიტომ ახლა აუცილებელია, უარი ვთქვათ რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე. ნახშირის იმპორტი ზაფხულის ბოლომდე ნულამდე შემცირდება, ამ პერიოდისთვის ნავთობის იმპორტი 50%-ით შემცირდება, წლის ბოლომდე კი ის სრულად უნდა შევაჩეროთ“, - აცხადებს ბერბოკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner