logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტერეშმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვედრის თხოვნით მიმართა
- +

20 აპრილი. 2022. 21:53

 

 

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის თხოვნით მიმართა.

გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, რომ შესაბამისი წერილები გაეროში რუსეთისა და უკრაინის მუდმივ წარმომადგენლობებს გადაეცათ.

19 აპრილს, ანტონიო გუტერეში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ გაერო დეტალურ გეგმებს წარუდგენს მხარეებს და მზად არის, ჰუმანიტარული დახმარების კოლონები გაგზავნოს მარიუპოლში, ხერსონში, დონეცკსა და ლუგანსკში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner