logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: წუხს, 12 კილო დავიკელიო. თუ მართლა დაიკლო, უნდა უხაროდეს, ისედაც ღორივით არი ჩასუქებული!
- +

20 აპრილი. 2022. 22:35

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ელდანაკრავი

აპრაკუნეს უთხრეს (შეიძლება თვითონაც დაინახა), გარეთ 30 მომხრე მოგივიდაო და... გული შეიღონა, ვითომ ჩაიკეცა, ვითომ ექიმი დასჭირდა... ვითომ პროცესიდან გაათრიეს.

30 აქტივისტი საკმარისი არ არიო... 200 (ორასი) ათასი რევოლუციონერია საჭირო, რათა ბიძინა ივანიშვილის მონობისგან თავი დავიხსნათ და ეკონომიკურად ავყვავდეთო, რათა თავები ბედნიერად ვიგრძნოთო, ეხლა ყველანი უბედურები ვართო.

რევოლუცია და ომი უნდა - ქვების სროლა, ჯოხების მტვრევა, საბურავების აბურბურება, ,,დაკვამლიანება'', ,,ტელეგრეიკებით'' სირბილი, ავტომატების კაკანი... ეგ არც ეყოფა, მსხვერპლი და სისხლიც, ცრემლიც, ატირებული დედებიც, სიმწრისგან აღმუვლებული მამებიც!

ხვდება, რევოლუცია აღარ/ვეღარ იქნებაო და შეცბუნებულია, კოვზი ნაცარში აქვს ჩავარდნილი... აშკარად ეტყობა, მისი მეორე ,,მე'' ყოველღამ ჩასძახის - რაც მოგივა, მიხეილ, ყველა შენი თავითაო!

მერე რა, რომ ,,თავითა'' და ,,მიხეილი'' არ ირითმება, რა მნიშვნელობა აქვს?!

როგორც კახეთში იტყვიან ხოლმე, ტიპი ელდანაკრავია!

უნდა იყოს კიდევაც, ამას ეგონა, თეთრ ბედაურზე წამოსვამდნენ და რუსთაველზე ჩაათოხარიკებდნენ. ბედაური კი არა, წალენჯიხური ,,იკარუსიც'' ,,არალი''!

ჰოდა, ,,იკარუსიც'' რო ,,არალი'', გამოჩემიჩდა ბიჭი, გაოგნდა... მაშ, ამას ვიმსახურებდიო? მაშ, ამის ღირსი ვიყავიო? ჩემამდე ულვაშიანი ქართველები ჯოხებით დარბოდნენ, კიტრის მწნილის ჩადებაც კი არ იცოდნენ, მე ვასწავლეო!

დააკვირდით, მზერაც კი გაეყინა, არავის/ვერავის უყურებს, თვალებს აღარ ახამხამებს, რაღაცას მისჩერებია სივრცეში... გეგონება თავის ძმაკაც ეშმაკს ელაპარაკება... თუმცა, გეგონება კი არა, ნაღდად ეგრეა, ვიღაცასთან უბნობს, ვიღაცას ანგარიშს აბარებს.

შეიძლება სულაც ტრაკში იყურება, არ ვიცი!

წუხს, 12 კილო დავიკელიო. თუ მართლა დაიკლო, უნდა უხაროდეს, ისედაც ღორივით არი ჩასუქებული!

ნიკა გვარამია ღნავის, პრეზიდენტი გვიკვდებაო. იქით საპატრიარქოს აგინებს, გულგრილობას იჩენთო, აქეთ ხელისუფლებას ლანძღავს, ეგეთი დაუნდობელი და უსისხლო არავინ მინახავსო.

ჩაჯვიც და აპრაკუნეც აფერისტები არიან, ვინც კვდება, ის რევოლუციაზე ვერ ლაპარაკობს, ის ქუჩაში 200 ათასი ადამიანის გამოყვანაზე არ ოცნებობს... ვინც კვდება, იმას წყალში ბამბას უსველებენ და პირში აწურავენ!

ესენი რევოლუციას რომ ვერ ახდენენ, ბოღმა ჰხეთქავთ.

გასკდნენ, ამ ჩვენ ფეხებს!!!“- წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner